14 Jun 2025
ახლო აღმოსავლეთი მაშტაბური ომის ზღვარზეა -The Middle East on the brink of all-out war
ახლო აღმოსავლეთი მაშტაბური ომის ზღვარზეა: ისრაელი ირანის წინააღმდეგ „თავდაცვით ომს“ იწყებს, თეირანი კი „გადარჩენისთვის.“ პასუხობს.
(This is a bilingual post. For English scroll down, please.👇)
\
🇮🇱🇮🇷 ბოლო დღეებში, ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა გაუარესდა, რამაც ორივე მხრიდან სერიოზული სამხედრო მოქმედებები გამოიწვია. 14 ივნისი, ისრაელსა და ირანს შორის ინტენსიური ბრძოლების ღამე იყო. თეირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების რამდენიმე ''სასიკვდილო' დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ათობით ისრაელელი დაშავდა, ხოლო მოსახლეობას მიწისქვეშა თავშესაფრებში ყოფნა მოუწია. თეირანმა ეს შეტევა, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის 'ლიკვიდაციის'' საპასუხოდ განახორციელა.
თელ-ავივისა და იერუსალიმის თავზე ცა მთელი ღამის განმავლობაში შემომავალი ბალისტიკური რაკეტებით იყო განათებული. ისრაელის ოფიციალური პირების, განცხადებით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“ და პირობა დადო, რომ ამისთვის თეირანი „ძალიან დიდ ფასს“ გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაცია სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ განახორციელა, ეს იყო უპრეცედენტო და მასშტაბური შეტევა. ოპერაციის მიზანი იყო ბირთვული იარაღის შემუშავებაში ირანის სწრაფი პროგრესის შეჩერება და თეირანში უფრო მიზანმიმართული დარტყმების განხორციელება რეჟიმის სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდაციისთვის.
ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად ირანში დაიღუპნენ სამხედრო მაღალჩინოსნები, ბირთვული იარარის შექმნაზე მომუშავე მეცნიერები და დასავდა 320-ზე მეტი ადამიანი. ბრიტანული ტელევიზიის BBC-ის ცნობით, ისრაელის მიზანმიმართულმა უპრეცედენტო პრევენციულმა დარტყმებმა იმსხვერპლა „ირანის სამხედრო შტაბის უფროსი, ჰოსეინ სალამი, ძლიერი რევოლუციური გვარდიის მეთაური და რამდენიმე ბირთვული მეცნიერი და უპრეცედენტო ზიანი მიაყენა ირანის ელიტას“.
გუშინ, ისრაელმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. CNN-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, კაცმა, განაცხადა, რომ „თეირანი დაიწვება“, თუ ირანი რაკეტების გაშვებას გააგრძელებს. ისრაელის საზღვაო ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამი აიალონმა, BBC-ს კონფლიქტის შესახებ განუცხადა: „ჩვენ ამას თავდაცვის ომად აღვიქვამთ“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იგი ამბობს რომ რომ ისრაელი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის. შესაბამისად, ეს ოპერაცია გაგრძელდება „იმდენი დღე, რამდენიც დასჭირდება“ ირანის ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ამბიცია ასევე ირანის რეჟიმის დამხობაა.
ირანის რეჟიმი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა ''მშვიდობიანია'' და ამბობს, რომ მას „პასუხის გარდა სხვა გზა არ აქვს“. ირანისთვის ეს „გადარჩენისთვის ბრძოლაა“ და იგი დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და საფრანგეთის ბაზებს დაესხმება თავს, თუ ისინი ისრაელს ირანული დრონების ან რაკეტებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს ისრაელი ცალმხრივად მოქმედებდა და ვაშინგტონი „არ იყო ჩართული.“ ამ დრომდე, დაუნინგ სთრითსაც არ მიუღია მონაწილეობა ისრაელის მხარდასაჭერად, არცერთ სამხედრო მოქმედებაში.
- Freedom Times • თავისუფლების დრო 🇬🇪
#irannucleardeal2015 #Israel #iran #IsraelIranConflict #ConflictResolution #DroneAttack #DonaldTrump #russia #missleattack #balistic
------------------------------------------------------------
The Middle East on the brink of all-out war: Israel launches ''a war of defence," against Iran and Tehran hits back for ''survival.''
🇮🇱🇮🇷 Tensions between Israel and Iran have grown worse recently, leading to serious military actions from both sides. On 14 June, there has been a night of intense fighting between Israel and Iran.
Tehran hit back on Friday evening, multiple deadly waves of ballistic missiles and drones toward Israel, injuring dozens of Israelis, forcing residents to flee to underground shelters. The move was in retaliation to the Israeli attacks on Iranian nuclear sites and decapitating its military leadership.
The skies above Tel Aviv and Jerusalem were lit up throughout the night by incoming missiles. At least three people were killed in Israel and dozens injured Israeli authorities said. Israeli Defense Minister Israel Katz said that Iran had “crossed red lines” and vowed it would pay a “very heavy price.”
0n 13 June, Israel launched the first strikes against Iran. Israel’s military and intelligence operation called “Rising Lion,” was unprecedented in scale and scope. It aimed to halt Tehran’s rapid progress in developing nuclear weapons and more targeted strikes in Tehran to decapitate the regime’s military leadership.
The Israeli strikes had killed top military officials, nuclear scientists and injured more than 320 people. According to BBC, Israel's targeted unprecedented pre-emptive strikes killed ''Iran's military chief of staff, Hossein Salami, the commander of the powerful Revolutionary Guards, and several nuclear scientists, and have inflicted an unprecedented degree of damage on Iran's elite'.
Israel has declared a special state of emergency across the country. According to CNN, Israel's defence minister, Katz, has said "Tehran will burn" if Iran continues to launch missiles. Ami Ayalon, the former commander in chief of the Israeli Navy, told the BBC about the Israel- Iran conflict: "We see it as a war of defence."
Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu stated that Israel faces existential threat if Iran gets a nuclear weapons, that operation would continue “for as many days as it takes” to eliminate Iran’s nuclear threat. Netanyahu's ambition also is to destroy Iran's ability to make a nuclear weapon and wants to bring down the Iranian regime.
The Iranian regime insists its nuclear program is ''peaceful'', says it has “no option but to respond.” For Iran this is '' a battle for survival'', and warns it will target UK, US and France bases in region if they help defend Israel against Iranian drones or missiles.
The administration of US President Donald Trump stressed that Israel acted unilaterally and that Washington was “not involved.” So far, Downing Street also has not taken any military action in support of Israel.
- Freedom Times • თავისუფლების დრო 🇬🇪
#irannucleardeal2015 #Israel #iran #IsraelIranConflict #ConflictResolution #DroneAttack #DonaldTrump #russia
Subscribe to:
Post Comments (Atom)


No comments:
Post a Comment