5 Jun 2025

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბარი არ იყო ''ისეთი საუბარი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას გამოიწვევს“ რუსეთი- უკრაინის ომში

(This is a bilingual post. For English scroll down, please.👇) დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბარი იყო პოზიტიური, ''მაგრამ არა ისეთი საუბარი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას გამოიწვევს“, რადგან პუტინს უკრაინის დრონებით თავდასხმებზე მოუწევს „პასუხის გაცემა.“ \
🟡 ოთხშაბათს, 1 საათი და 15 წუთიანი სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მკაცრად უთხრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ რუსეთს მოუწევს უკრაინისთვის ბოლო დროს განხორციელებულ „ტერორისტულ თავდასხმებზე“ პასუხის გაცემა. 🟡 ტრამპმა სატელეფონო საუბარი „პოზიტიურად“ შეაფასა, და აღნიშნა, რომ თუმცა ეს საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის ''დაუყოვნებლივ მშვიდობიან მოგვარებას'' ვერ გამოიწვევს: "ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე მდგომ თვითმფრინავებზე თავდასხმა და ასევე ორივე მხარის მიერ განხორციელებული სხვადასხვა თავდასხმა. ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მკაცრად განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირება." - წერს აშშ-ს პრეზიდენტი პლატრფორმა X-ზე. 🟡 ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი გაიმართა გაზრდილ დაძაბულობის ფონზე, როდესაც კიევში აშშ-ის საელჩომ უკრაინაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს სასწრაფო გაფრთხილება მისცა, რომ ''არსებობს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმების რისკი'' , რომ „სიფრთხილე გამოიჩინონ“, რომ შეასრულონ შესაბამისი რეკომენდაციები რომ მოიმარაგონ საკვები, წყალი და საჰაერო განგაშის დროს ''თავშესაფარში გადავიდნენ.'' - The Freedom Times 🇬🇪🇪🇺 \ Donald Trump says call with Putin was a positive conversation,'' but not a conversation that will lead to ''immediate peace’, .... Putin 'will have to respond' to Ukraine's drone attacks. \
\ 🟡 In a 1 hour and 15-minute phone conversation on Wednesday, Russia's Putin decisively told U.S. President Donald Trump that Russia would have to respond to recent “terrorist attacks” attributed to Ukraine. 🟡 Trump initiated the call, which he described as "positive", but not the conversation that will lead to ''immediate peace'' in the ongoing war in Ukraine: '' “I just finished speaking, by telephone, with President Vladimir Putin, of Russia. The call lasted approximately one hour and 15 minutes. We discussed the attack on Russia's docked airplanes, by Ukraine, and also various other attacks that have been taking place by both sides. It was a good conversation, but not a conversation that will lead to immediate Peace. President Putin did say, and very strongly, that he will have to respond to the recent attack on the airfields.” ''- writes the President of the USA on Platform X. 🟡 The talks between Trump and Putin took place amid heightened tensions, with the U.S. Embassy in Kyiv issuing an urgent warning to American citizens in Ukraine that there is a “significant risk of air strikes,” and to “exercise caution,” follow appropriate recommendations to stock up on food, water, and “take shelter” in the event of an airstrike. - The Freedom Times 🇬🇪🇪🇺

No comments: