17 Jun 2025
დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანელებს „დაუყოვნებლივ დატოვონ თეირანი“ - 9,5 მილიონიანი ქალაქი.
დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანელებს „დაუყოვნებლივ დატოვონ თეირანი“ - ქალაქი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 9,5 მილიონია.
This is a bilingual post. For English scroll down, please.👇
/
🟡 🇮🇱🇮🇷 ისრაელსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების მეხუთე დღე ირანის მიერ ახალი დარტყმების ტალღის წამოწყებით დაიწყო.
გუშინ საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა „ყველას“ „დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ თეირანი“, სადაც დაახლოებით 9,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
🟡 ტრამპმა კანადაში 2025 წლის 51-ე G7 სამიტზე განაცხადა, რომ სანამ ისრაელი თეირანზე მიმდინარე სამხედრო თავდასხმას გამოაცხადებდა, მან ირანის ლიდერებს მისცა „60 დღე ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად“, პრეზიდენტის თქმით „ირანი ამ ომს არ მოიგებს “, ტრამპმა სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში. „ირანს უნდა მოეწერა ხელი იმ „შეთანხმებისთვის“, რომლის ხელმოწერაც მე ვუთხარი“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. „ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მე ეს არაერთხელ მითქვამს!“
🟡 ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, დონალდ ტრამპმა Truth Social პლატფორმაზე ასევე დაწერა რომ ყველამ ''დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი“, ქალაქი სადაც 9.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მან ასევე გამოთქვა იმედი პოტენციური ბირთვული შეთანხმების მიღწევის შესახებ და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს ზოგჯერ სჭირდებათ „ბრძოლა“ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე.
- ხ.შ
- Freedom Times • თავისუფლების დრო 🇬🇪
------------------------------------------------------------------
Trump urged on Iran to ‘immediately evacuate Tehran,” - the city of about 9.5 million people.
🟡 🇮🇱🇮🇷 The fifth day of hostilities between Israel and Iran began with Iran launching a new wave of attacks.
Yesterday, evening, US President Donald Trump urged “everyone” to “immediately evacuate Tehran,” which is home to around 9.5 million people.
Trump kicked off the 51st G7 summit 2025 in Canada by saying that he had given Iranian leaders ''60 days to cut a deal over their nuclear program'' before Israel issued its ongoing military attack on Tehran. 'Iran is not winning this war', stated the US President and reaffirmed support for Israel amid escalating conflict between Israel and Iran. “Iran should have signed the ‘deal’ I told them to sign,” Trump posted on Truth Social. ''Iran can not have a nuclear weapon. I said it over and over again!”
🟡 Everyone should immediately evacuate Tehran'', - shared President Donald J. Trump his thoughts on Truth Social platform, on the ongoing tensions between Israel & Iran. Trump also expressed hope for a potential nuclear deal, and suggested that states sometimes need to "fight it out" before peace deal can achieve.
- ხ.შ
- Freedom Times • თავისუფლების დრო 🇬🇪
#irannucleardeal2015 #Israel #iran #IsraelIranConflict #ConflictResolution #DroneAttack #DonaldTrump #russia #missleattack #balistic
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment