17 Jun 2025
კირ სტარმერმა, ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი წარადგინა
This is a bilingual post. For English scroll down, please.👇
🇬🇧 MI6-მა პირველი ქალი ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი დანიშნა.
/
/
🟡 დღეს, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელად პირველი ქალი ბლეიზ ფლორენს მეტრეველი წარადგინა. ბლეიზ მეტრეველი, როგორც MI6-ის ახალი უფროსი, თანამდებობას 2025 წლის შემოდგომაზე დაიკავებს, იგი შეცვლის რიჩარდ მურს MI6-ის მე-18 ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ბრიტანული საზოგადოებრივი არხის, BBC-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, დანიშვნას „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა: '' ჩვენი დაზვერვის სამსახურების საქმიანობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“, „ვიცი, რომ ბლეზი გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის საჭირო ხელმძღვანელობის უზრუნველყოფას, “ -დასძინა პრემიერმა.
🟡 მეტრეველი სოციალურ ანთროპოლოგიას სწავლობდა პემბროკის კოლეჯში, კემბრიჯში, ინგლისში. 1999 წელს იგი შეუერთდა MI6-ს და ასევე მუშაობდა MI5-ში, დიდი ბრიტანეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოში, რომელიც პასუხისმგებელია ''ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჯაშუშობის საფრთხეებზე'' შიგნით დიდ ბრიტანეთში.
ამჟამად, მეტრეველი MI6-ის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს: და პასუხისმგებელია კიბერ, ხელოვნური ინტელექტისა, და სათვალთვალო ტექნოლოგიების მიმართულებით.
იგი თავისუფლად ფლობს არაბულ ენას. ამ თანამდებობამდე, მეტრეველი ხელმძღვანელობდა K დირექტორატს, - განყოფილებას, რომელიც ძირითადად რუსეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე მაღალი დონის საფრთხეებზე იყო ორიენტირებული. ოთხივე ''მტრული'' ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის ინტერესების საზიანოდ მთელ მსოფლიოში.
🟡 MI6-ის ამოცანაა საზღვარგარეთ დაზვერვის მონაცემების შეგროვება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების გასაუმჯობესება, ტერორიზმის შეჩერება, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების საქმიანობის პრევენცია, და მთავრობის და სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვა, ბრიტანელი ხალხის და დიდი ბრიტანეთის ფუნდამენტური ინტერესებისა და ღირებულებების დაცვა და განვითარება საზღვარგარეთ, მსოფლიოს მასშტაბით.
@ხ.შ
- Freedom Times • თავისუფლების დრო 🇬🇪
------------------------------------------------------
🇬🇧 MI6 appoints 𝐁𝐥𝐚𝐢𝐬𝐞 𝐌𝐞𝐭𝐫𝐞𝐰𝐞𝐥𝐢, the first woman head.
🟡 The first female head of UK’s Secret foreign intelligence service (MI6) has been announced by the Prime Minister Keir Starmer today. Blaise Florence Metreweli as the new chief of MI6, will assume the post in autumn 2025, replacing Sir Richard Moore as the agency’s 18th chief. According to BBC, British Prime Minister, Keir Starmer called the appointment "historic" at a time "when the work of our intelligence services has never been more vital". He added :"I know Blaise will continue to provide the excellent leadership needed to defend our county and keep our people safe."
🟡 Metreweli studied social Anthropology at Pembroke College, Cambridge, England, UK. In 1999, she joined MI6, and also worked in MI5 the UK’s domestic security agency, responsible for counterterrorism and espionage threats inside the UK.
Curently, Metreweli serves as MI6’s Director-General for Technology and inovation: in cyber, AI, and surveillance technology.
Fluent in Arabic, She previously led Directorate K, the division focused on high-level threats primarily from Russia, China, Iran and North Korea, the four nations co-operate closely to undermine UK and Western interests across the globe.
🟡 MI6 is tasked with gathering intelligence overseas to improve the UK's security, with its core aims being to stop terrorism, disrupt the activities of hostile states and protecting government, state secrets, protecting British people and promoting UK's core interests and values overseas.
@K.S
- Freedom Times • თავისუფლების დრო 🇬🇪
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment