11 May 2025

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები კიევში ჩავიდნენ 🇺🇦

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები კიევში ჩავიდნენ.🇺🇦 (This is a bilingual post. For English scroll down, please.👇)
🟡 ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ სოლიდარობის გამოსახატავად, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე გამარჯვების დღის აღლუმზე თავის მოკავშირეებს უმასპინძლა. ევროპელმა ლიდერებმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პირველ ლედისთან ერთად, უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან სანთლების დანთების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა: „ჩვენ პატივი მივაგეთ იმ მეომრების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი თავისუფლებისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის.'' „როიტერის“ ცნობით: ევროპელი ლიდერების ვიზიტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის „30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის“ მოთხოვნის ერთი დღის შემდეგ შედგა. ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად განიხილავენ აშშ-სა და ევროპის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ''The Defense Post“ ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს: „ჩვენ ნათლად გვესმის, რომ სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია. აშშ-სთან ერთად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის.“ განცხადების გაკეთებამდე ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან ერთობლივი სატელეფონო საუბარი განახორციელა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ევროპელი ლიდერების მოწოდებები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. The Telegraph-ის ცნობით, სატელევიზიო მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ „მას სურდა მოლაპარაკებების დაწყება 15 მაისს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის დახმარებით,“ რომ ის „მოწოდებულია უკრაინასთან პირდაპირი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, რათა „აღმოიფხვრას კონფლიქტის მთავარი მიზეზები და დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა.“ -------------------------------------------------------- European Leaders of Britain, France, Germany, and Poland in Kyiv.🇺🇦 🟡 Emmanuel Macron, Friedrich Merz, Keir Starmer, and Donald Tusk arrived in Kyiv for show of solidarity against Russia, after Russia's Vladimir Putin hosted his allies in a Victory Day parade on Red Square. European leaders, together with Volodymyr Zelensky and the First Lady, took part in a candle-lighting ceremony at the memorial for fallen soldiers: “We honored the memory of the warriors who gave their lives for our freedom, for the independence of Ukraine.” According to Reuters: The visit comes one day after President Donald Trump demanded a "30-day unconditional ceasefire" between Russia and Ukraine. The European leaders with Zelensky will discuss a US and European proposal for an unconditional 30-day ceasefire between Russia and Ukraine. According to the Defense Post the European leaders made a joint statement: “We are clear the bloodshed must end. Russia must stop its illegal invasion. Alongside the US, we call on Russia to agree a full and unconditional 30-day ceasefire to create the space for talks on a just and lasting peace.” The European leaders made a joint phone call to Donald Trump prior to making the announcement. Russia's Vladimir Putin has ignored calls from European leaders for a 30-day ceasefire. According to The Telegraph in a television address, Putin stated ''he wanted negotiations to start in Istanbul on May 15 with the help of Recep Tayyip Erdogan.'' That he is “committed to serious direct negotiations with Ukraine” in order to “eliminate the root causes of the conflict and to establish a long-lasting peace.” - The Freedom Times 🇬🇪 #france #emanuelmacron #merz #Zelensky #DonaldTrump #DonaldTusk #KierStarmer #uk #UkraineRussiaWar #conflictresolution #peace #war #freedomtimes Freedom Times

No comments: